ლექტორის ხელშეკრულება
ბოლო განახლება: 19 მაისი 2026
წინამდებარე პირობები ვრცელდება ლექტორებზე, რომლებიც აქვეყნებენ კურსებს SkillHub-ზე. ლექტორად რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებსა და ზოგად მომსახურების პირობებს.
1. შენი კონტენტი
შენი კურსების ავტორი და მფლობელი რჩები შენ. SkillHub-ს ანიჭებ არაექსკლუზიურ უფლებას, განათავსოს, აჩვენოს და გაყიდოს შენი კონტენტი პლატფორმაზე. პასუხს აგებ იმაზე, რომ კონტენტი არ არღვევს მესამე პირის უფლებებს.
2. შემოსავლის გადანაწილება
კურსის გაყიდვისას შენი წილია:
- 70% — როცა სტუდენტი შენი რეფერალ ბმულით მოვიდა;
- 60% — როცა სტუდენტი პლატფორმის მეშვეობით (ძიება/კატალოგი) მოვიდა;
- 90% — დამფუძნებელი ლექტორებისთვის (სპეციალური სტატუსი, ვადით).
დარჩენილი ნაწილი არის პლატფორმის საკომისიო, რომელიც ფარავს ჰოსტინგს, გადახდებსა და მოზიდვას.
3. გადახდები
- ანაზღაურება ირიცხება ხელით, შენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (TBC ან BOG);
- მინიმალური გასატანი თანხა — 50 ₾; ამ ზღვარს მიღწევამდე ბალანსი გროვდება;
- გადარიცხვაზე საკომისიო არ იჭრება;
- გადასახდელი თანხა ანგარიშდება დაბრუნებების გამოკლებით.
4. დაბრუნებები
თუ სტუდენტი ისარგებლებს თანხის დაბრუნების პოლიტიკით, შესაბამისი თანხა აღარ ჩაითვლება შენს შემოსავალში (ან გამოიქვითება მომავალი ბალანსიდან).
5. შინაარსის ხარისხი და მოდერაცია
კურსი ქვეყნდება განხილვის შემდეგ. SkillHub უფლებამოსილია მოახდინოს მოდერაცია, მოითხოვოს ცვლილება ან მოხსნას კონტენტი, რომელიც არღვევს წესებს ან არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტს.
6. შეწყვეტა
ნებისმიერ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის შეწყვეტა. შეწყვეტისას უკვე დარიცხული, გასატანი ბალანსი გიბრუნდება პოლიტიკის შესაბამისად. წესების უხეში დარღვევისას ანგარიში შეიძლება დაუყოვნებლივ შეჩერდეს.
ფინანსური პირობები შესაძლოა მომავალში შეიცვალოს — ცვლილების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.